საქართველო-ბრიტანეთის ერთობლივი კიბერსწავლება
საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი კიბერსწავლება დასრულდა. დასკვნით ღონისძიებაზე კურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. დავით სუჯაშვილმა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა. მათ კიბერუსაფრთხოების კუთხით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
