თოფურიასა და დვალიშვილის ისტორიული გამარჯვება
საქართველოს UFC-ში პირველი ჩემპიონი ჰყავს. ქვე მსუბუქი წონის კატეგორიაში ქამრის მფლობელი ილია თოფურიაა. მან ბრძოლაში ავსტრალიელი სპორტსმენი დაამარცხა. ქართველმა მეორე რაუნდში მეტოქეს ნოკაუტით მოუგო! ილია თოფურიასთვის ეს MMA-ში ზედიზედ მე-15 გამარჯვება იყო, თან ისე, რომ არცერთი ბრძოლა არ წაუგია. UFC-ში დღეს დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მერაბ დვალიშვილმა. ქართველმა მებრძოლმა ჰენრი სეხუდო სამ რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა და ზედიზედ მე-10 მოგება მიითვალა. დვალიშვილს გამარჯვება მარკ ცუკერბერგმა მიულოცა, რომელიც ქართველი მებრძოლის დიდი გულშემატკივარია.