საქართველო - ესპანეთი 38:3
საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში მესამე შეხვედრაც მოიგო. ბორჯღალოსნებმა ესპანეთის ნაკრები დიდი ანგარიშით 38:3 დაამარცხეს. ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს 6 უპასუხო ლელო დაუდეს და ბონუს ქულაც მოიპოვეს. ჩვენი გუნდიდან მეტოქის ჩათვლის წერტილი პერანიძემ, ტაბუცაძემ, კვესელაძემ, ბაბუნაშვილმა და თაფლაძემ აიღეს. ამ გამარჯვებით რიჩარდ კოკერილის გუნდმა ნახევარფინალურ შეხვედრაში შინ თამაშის უფლება მოიპოვა, თუმცა ვინ იქნება მეტოქე, ჯერჯერობით უცნობია