„სახელოვნებო განათლების რეფორმა“
„სახელოვნებო განათლების რეფორმა“ - ამ სახელწოდებით, საქართველოს კულტურის კომიტეტის ინიციატივით, თემატური პანელი გაიმართა. კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში სახელოვნებო განათლების სისტემის გამართვის, ხელმისაწვდომობისა და საკანონმდებლო ცვლილებების საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია შედგა. პანელს დაესწრო ლატვიის პარლამენტის განათლების, კულტურის და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, რომელმაც პედაგოგებს ლატვიაში არსებული საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარა. თემატური შეხვედრები, კულტურის კომიტეტის ინიციატივით, 2021 წლის მარტიდან დაიწყო, 2023 წელს კი მასშტაბური პანელური დისკუსიები საქართველოს რეგიონებში გაიმართა, რომელშიც ჯამში 5000-ზე მეტი სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელი მონაწილეობდა