ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
საქალაქო სასამართლომ ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაკავებულ 1996 წელს დაბადებულ დავით ზარნაძეს წინაწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობა პატიმრობის ალტერნატული სახით 20 000 ლარიანი გირაოთი ჩანაცვლება არ გაითვალისწინა. გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 331 მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ან 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
