„ლელოს“ მორიგი აბსურდი პენსიებზე
„ლელო“ საკუთარი დაპირებების ლაბირინთში ისე დაიკარგა, რომ გასასვლელის პოვნა სულ უფრო და უფრო უჭირს. პარტია ერთხელ ნათქვამის სხვადასხვაგვარად ახსნას ცდილობს, ამასობაში კი ერთი გუნდის ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს ვიღებთ. ჯერ ითქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უნდა შევუერთდეთ, შემდეგ ითქვა, რომ ეს არავის უთქვამს, კიდევ უფრო მოგვიანებით გვითხრეს, რომ სანქციებს უნდა შევუერთდეთ, მაგრამ ეკონომიკური ურთიერთობები არ უნდა გავწყვიტოთ. ვერსიები იმდენად სწრაფად იცვლება, რომ ასეთი ტემპით ლელოს დაპირებები შესაძლოა ცნობილი მუსტანგივით გადაიწვას
სიუჟეტის ავტორი: ლევან მორჩიაშვილი-68-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
