გვარამიას აღიარება
2007 წლის „იმედის“ ბარბაროსულად დარბევის შემდეგ, არქივში თუ ამ დანაშაულის ახსნაზე მაშინდელი ხელისუფლების ოფიციალურ მასალებს მოძნებით, ეს ფრაზა აუცილებლად შეგხვდებათ: „იმედი არ იყო მიუკერძოებელი გამშუქბელი,“ - ამ სიტყვების ავტორი მაშინდელი გენერალური პროკურორის მოადგილე ნიკა გვარამიაა, რომელიც 7 ნოემბრის ცნობილი მოვლენების გამართლებას ასე ცდილობდა. 17 წლის შემდეგ, მართალია არა კონკრეტულად იმედზე, მაგრამ გახმაურებულ საქმეებზე იგივე გვარამია, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გამიჯვნის მიზნით, შეფასებას აკეთებს და მომხდარს შეცდომას უწოდებს. შეცდომას და არა დანაშაულს. არადა მარტივი ჭეშმარიტებაა, როცა სახელმწიფო არღვევს ადამიანის სიცოცხლის უფლებას, მართლმსაჯულების უფლებას, კერძო საკუთრების უფლებას, არბევს და ახშობს მედიას - ეს დანაშაულია და ამას იურიდიული განათლებაც კი არ სჭირდება. სწორედ ამ შეფასების გამო ბევრისთვის ტელე-აღიარება არაგულწრფელი აღმოჩნდა, ხელისუფლებას კი კიდევ ერთხელ გაუმყარა ცნობილი მოსაზრება, რომ ყოფილი ნაციონალი არ არსებობს
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
