სააკაშვილის პარადოქსული პარალელები
მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ნავალნის სიკვდილის და მისი ისტორიის სათავისო მესიჯბოქსად გამოყენება სცადა, მაგრამ ამაოდ. შედარება რომ უადგილოა, ამაზე ხელისუფლებამ მინიმუმ 5 ფაქტი მოიყვანა, მაგრამ პოლიტიკოსების დახმარების გარეშეც საზოგადოებას კარგად ახსოვს ორივე მათგანთან დაკავშირებული მოვლენები. სააკაშვილს, თანამებრძოლებთან ერთად, უხერხულობას არ უქმნის ქვეყანაში კონტეინერით შემოპარვის ისტორია, არც ციხის ნაცვლად ვივამედის კლინიკაში გატარების დეტალი, არც მოწამვლის მტკიცება, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ექსპერტებმა ეს ფაქტი არ დაადასტურეს და მათ შორის არც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ლობიზმში დახარჯული მილიონები. ეს არ არის ვინმეს შეფასება, ეს არის ფაქტები, რომლის არსებობის პირობებში ნავალნისთან შედარება მინიმუმ უხერხული და მაქსიმუმ უხეშად არაკორექტულია
სიუჟეტის ავტორი: თამარ შარიქაძე-67-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
