ილია დარჩიაშვილი სტეფან სეჟურნეს შეხვდა
სულ ცოტა ხნის წინ, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა შედგა საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან. შეხვედრისას, ხაზი გაესვა საქართველოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. მანამდე კი საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე შეხვედრები გამართა კოლეგა მინისტრებთან. ილია დარჩიაშვილი უკვე შეხვდა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს- მალტის საგარეო საქმეთა მინისტრს. ამ შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე. ისევე როგორც საქართველოს მხრიდან 2024 წლის საპარლამნეტო არჩევნებზე ეუთოს სადამკვირვებლო ინსტიტუტების მოწვევაზე
