ილია დარჩიაშვილი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, შეხვედრებს მართავს. საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკვე შეხვდა ევროპის მოკავშირეთა უმაღლეს მთავარსარდალსა და შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ ქრისტოფერ კავოლის. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები. ხაზი გაესვა საქართველოს მიმართ ამერიკის მტკიცე პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. აღინიშნა შავი ზღვის რეგიონის გაზრდილი მნიშვნელობა, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური მიმართულებით. ასევე, აღინიშნა აშშ-ს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ ურყევი მხარდაჭერა. შეხვედრა გაიმართა ასევე შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტთან