საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა
პრემიერ-მინისტრის საგარეო პოლიტიკური განაცხადი და სიგნალი - ეს იქნება 20 თებერვალს პრემიერის რანგში პირველი ვიზიტი, რომელიც ბრიუსელში გაიმართება. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა ჩატარდება. სხდომას უხელმძღვანელებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი, ხოლო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრი იქნება. საუბრის მთავარი საკითხები: საქართველოს ევროკავშირთან ასოცირება, რეფორმები, ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობა, ასევე ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებული საკითხები და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზები იქნება. ეს ვიზიტი, რომ ქვეყნისა და მთავრობის საგარეო პოლიტიკური ვექტორისა და ევროინტეგრაციის ერთგულების სიგნალია, ამაზე დღეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთა
