ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბლინკენს შეხვდა
თუ შეერთებულ შტატებს ტაივანის სრუტეში სტაბილურობა სურს, ერთიანი ჩინეთის პრინციპს უნდა სცეს პატივი და არ უნდა დაუჭიროს მხარი ტაივანის დამოუკიდებლობას. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას განაცხადა. ორი ქვეყნის პირველი დიპლომატები ერთმანეთს მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდნენ. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკელ კოლეგას ჩინური კომპანიებისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებისკენაც მოუწოდა
