ტრამპი თაღლითობის საქმეზე დამნაშავედ ცნეს
დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც ის თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, კორუმპირებული უწოდა. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მისი კომპანია ყველა ფინანსურ ოპერაციას კანონიერად ასრულებდა და მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული. ნიუ იორკის შტატის სასამართლომ დონალდ ტრამპი უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეზე დამნაშავედ ცნო და ჯარიმის სახით, 355 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. ამასთან ერთად, ტრამპს ნიუ იორკის შტატში სამი წლით აუკრძალეს ბიზნეს საქმიანობა. მოსამართლემ დაადგინა, რომ ტრამპის ორგანიზაცია საკუთარი უძრავი ქონების ფასს ხელოვნურად ზრდიდა და ამ გზით შეღავათიანი საბანკო კრედიტებით სარგებლობდა
