პესკოვის განცხადება
ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას დასავლელი ლიდერების მხრიდან მწვავე განცხადებები მოჰყვა. ოპოზიციონერის სიკვდილში მათ კრემლის ლიდერს დასდეს ბრალი. საგანგებო განცხადებები გააკეთეს შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ევრო კომისიის პრეზიდენტმა და ევრო კავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა. ნავალნის გარდაცვალებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა ამერიკისა და ევროპის დიდ ქალაქებში
