მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ათობით ადამიანი დააკავეს
რუსეთში ალექსეი ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ აქციებზე პოლიციამ 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ყველაზე მეტი, 64 ადამიანი სანკტ-პეტერბურგში, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალთან დააკავეს. ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ აქციებს დაკავებები მოჰყვა რუსეთის სხვა ქალაქებშიც
