მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ვიზიტით გერმანიაში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს მიუნხენის უსაფრთხოების რიგით მე-60 კონფერენციაში. კონფერენციის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ასევე ორ მხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია წარმოადგენს გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე დებატების მსხვილ საერთაშორისო ფორუმს. კონფერენციის მიზანია უსაფრთხოების საკითხებზე მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევების განხილვა
