საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა
პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი ბრიუსელში. 20 თებერვალს ბრიუსელში საქართველო ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა გაიმართება. სხდომას უხელმძღვანელებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი, ხოლო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი პრემიერ მინისტრი იქნება. შეხვედრაზე ისაუბრებენ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების გზაზე, რეფორმებზე, ეკონომიკურ და სექტორულ თანამშრომლობაზე, ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე
