საქართველო VS ესპანეთი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას დღეს ესპანეთის ნაკრებთან ჩაატარებს. ორივე გუნდს ნახევარ ფინალის საგზური უკვე მოპოვებული აქვს. გამარჯვებული კი პირველ ადგილს დაიკავებს და ნახევარ ფინალში საკუთარ მოედანზე თამაშის უპირატესობას მოიპოვებს. საქართველოსა და ესპანეთის მატჩი ავჭალის სტადიონზე 16 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია იმედი შემოგთავაზებთ