ტრამპი თაღლითობის საქმეზე დამნაშავედ ცნეს
ნიუ-იორკის სასამართლოს მოსამართლემ არტურ ენგო რონმა ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თაღლითობის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 355 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. მისივე გადაწყვეტილებით, 3 წლის განმავლობაში ტრამპს შტატში ბიზნეს საქმიანობაც აეკრძალა. ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, მის ნათესავებსა და ბიზნეს ორგანიზაციას ბრალად ედებათ ფინანსური თაღლითობა, მათ შორის, კომპანიის კაპიტალიზაციის შესახებ ყალბი მონაცემების მიწოდება ხელსაყრელი პირობებით კრედიტის ასაღებად და ნაკლები გადასახადების გადასახდელად
