უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთში ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკი ელისეს სასახლეში პრეზიდენტმა მაკრონმა მიიღო. მხარეებმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც საფრანგეთმა ვალდებულება აიღო, მიმდინარე წელს უკრაინას სამი მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწიოს, სულ კი უკრაინის სამხედრო საჭიროებისთვის საფრანგეთი ექვს მილიარდ ევროს გამოყოფს. მანამდე უსაფრთხოების შეთანხმება უკრაინის ლიდერმა გერმანიასა და დიდ ბრიტანეთთან გააფორმა
