უკრაინის დახმარების საკითხი
„ალექსეი ნავალნის გარდაცვალებამ ამერიკის კონგრესს უკრაინისათვის საჭირო დაფინანსების გამოყოფისკენ უნდა უბიძგოს“ - ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა. ჯოზეფ ბაიდენმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის დაუყოვნებლივ მხარდაჭერის ნაცვლად წარმომადგენელთა პალატამ ორ კვირიანი არდადეგები გამოაცხადა. მისი თქმით, კონგრესმენთა საქციელს ისტორია ადევნებს თვალს და უკრაინის მხარდაჭერის ჩავარდნა ისტორიაში სამარცხვინო ფურცლად ჩაიწერება
