მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ათობით ადამიანი დააკავეს
მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ათობით ადამიანი დააკავეს, რომლებმაც ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ პროტესტის გამოხატვა სცადეს. მანამდე დედაქალაქის პროკურატურამ მოსკოვის მცხოვრებლებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისგან თავის შეკავება ურჩია. განცხადებაში ნავალნი ნახსენები არ ყოფილა, თუმცა პროკურატურამ მოსახლეობა მას შემდეგ გააფრთხილა, რაც მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის და სხვა დიდ ქალაქების მცხოვრებლებმა გარდაცვლილ ოპოზიციონერს პატივი ყვავილებითა და სანთლებით მიაგეს. საპროტესტო აქციებში მონაწილეობა რუსეთის კანონმდებლობით აკრძალულია და ადმინისტრაციულ უფლება დარღვევად ითვლება, რამაც შესაძლოა ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიწვიოს
