პესკოვის განცხადება
კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, მოსკოვი ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებებს მიუღებლად მიიჩნევს. „გარდაცვალების მიზეზებზე ინფორმაცია ჯერ არ არის, მაგრამ კეთდება ასეთი განცხადებები, რაც აბსოლუტურად მიუღებელია". ამბობს კრემლის პრესსპიკერის. მანამდე ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უმწვავესი განცხადებები გააკეთეს დასავლეთის ლიდერებმა. ოპოზიციონერის სიკვდილზე მათ პასუხისმგებლობა კრემლის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს დააკისრეს
