„თსუ დესპანი“
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 330 სტუდენტი ჩაერთო პროექტში „თსუ დესპანი“, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები მშობლიურ სკოლებს ესტუმრებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათი მიზანია, სკოლის მოსწავლეებს გააცნონ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტური ცხოვრება. პროექტისადმი სტუდენტების ინტერესი მუდმივად მზარდია. წელს, მასში მონაწილეობის სურვილი 600-მდე სტუდენტმა გამოთქვა
