წყლის რესურსების მართვის ახალი კანონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყლის რესურსების მართვის ახალი კანონის შესახებ ცნობიერების ამაღლების მესამე ფორუმი ჩატარდა. პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს ახალი კანონის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ინფორმაციის მიწოდების საკითხზე. ახალი კანონი თანამედროვე სტანდარტებს ამკვიდრებს წყლის რესურსების მართვისა და მოხმარების მიმართულებით. მიზანი, წყლის რესურსების დაცვა, წყლის ობიექტების მდგომარეობის გაუმჯობესება და სააუზო მართვის სისტემის შემოღებაა
