ახალი სამგზავრო ავტობუსები ახალციხეში
მთავრობის მხარდაჭერით, ახალციხის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 18 ახალი სამგზავრო ავტობუსი ჰყავს. ეურო ხუთის სტანდარტის შესაბამისი, კომფორტული ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ახალი სამგზავრო ავტობუსები პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა, სამცხე ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ახალციხის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დაათვალიერეს