თორნიკე რიჟვაძე სტიქიის ზონაში
თორნიკე რიჟვაძე მაღალმთიან აჭარაში მეწყრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა. ხულოში, შუახევსა და ქედაში დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. უსაფრთხო ადგილზე გაყვანილია 400-მდე ოჯახი. მაღალმთიან აჭარაში დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა დასკვნით ეტაპზეა. გაიწმინდა ადგილობრივი მნიშვნელობის, შიდა სასოფლო საავტომობილო გზები და საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიები
