ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში ციხეში გარდაიცვალა
რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, 47 წლის ასაკში ციხეში, მოულოდნელად გარდაიცვალა. ინფორმაცია რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა გაავრცელა. ნავალნის გარდაცვალების მიზეზებს ექსპერტიზა სწავლობს, თუმცა დასავლეთმა ოპოზიციონერის სიკვდილზე პასუხისმგებლობა კრემლს დააკისრა. ევროპელი ლიდერების ნაწილი, ვლადიმერ პუტინს ნავალნის პოლიტიკურ მკვლელობაში ადანაშაულებს.
