მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკა
განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონი, რომელიც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 30 დეკემბერს გამოაცხადა, დასრულდა. სამინისტროში სულ 146 წინადადება შევიდა, რაც პირველი აუქციონის დროს წარმოდგენილ განაცხადებზე თითქმის ორჯერ მეტია. საბოლოო შედეგები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. შერჩეული პროექტები სახელმწიფოს მხრიდან ფასის გარანტიით იქნება დაზღვეული, რაც, საბოლოოდ, ენერგოსექტორში ორ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის.
სიუჟეტის ავტორი: ნინი მაისურაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
