47 წლის რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაიცვალა
რუსეთის სასჯელ აღსრულების ფედერალური სამსახურის ცნობით, პატიმარმა თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კი მისი გადარჩენა ვერ შეძლო. გარდაცვალების მიზეზების დასადგენად, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოკვლევა დაიწყო.
