"ლელოს" აბსურდული დაპირება
კიდევ ერთი პოპულისტური განაცხადი პარტია “ლელოსგან”. გუნდი მოსახლეობას ათასლარიან პენსიას ჰპირდება და პირობას დებს, რომ დანაპირებს შეასრულებს. მმართველი პარტიისთვის გაუგებარია, თუ რა ეკონომიკური გათვლებით აპირებს ხაზარაძე - ჯაფარიძის გუნდი პირობის შესრულებას. “ლელო” წინასაარჩევნოდ ასევე აანონსებს, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება. მამუკა ხაზარაძემ დღეს ტონი შეარბილა, თუმცა მის პარტიაში კვლავ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება.
