კონგრესის გაფრთხილება
რა სერიოზული საფრთხე ემუქრება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას და აქვს თუ არა ამერიკელ ხალხს პანიკის მიზეზი? 14 თებერვლის საღამოდან ამ კითხვებზე პასუხის მიღებას ამერიკელი ჟურნალისტები ცდილობენ. განგაშის საფუძველი წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა შექმნა. მაიკ ტერნერმა გაავრცელა ცნობა, რომ ქვეყანა საფრთხის წინაშეა და დროა პრეზიდენტმა ბაიდენმა ამის შესახებ გასაიდუმლოებული ინფორმაცია გაასაჯაროვოს. ამერიკულ მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ საუბარია რუსეთის მიერ კოსმოსში ბირთვული, ანტისატელიტური სისტემის განთავსებაზე
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
