ადევნების ფაქტზე სამართალდამცველი ამხილეს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, ქალის ადევნების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორია მხილებული. გამოძიებით დადგინდა, რომ ის ნაცნობ ქალთან არასასურველ კომუნიკაციას მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა, რაც მასთან მუდმივი სატელეფონო, სხვადასხვა აპლიკაციის საშუალებით კომუნიკაციითა და ქუჩაში უკანონო თვალთვალით გამოიხატებოდა. ბრალდებული დაზარალებულს სისტემატურად სთხოვდა შეხვედრას და ურთიერთობას. დანაშაული ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
