შინაურ ბინადარ ცხოველთა კანონპროექტი
პარლამენტში „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე, დაინტერესებულ პირები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ცხოველთა დამცვლები ესწრებოდნენ. ყველა თანხმდება, რომ მსგავსი კანონის მიღება დროული და მნიშვნელოვანია, თუმცა აქვე განმარტავენ, რომ კანონპროექტის ავტორებმა გარკვეული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ. პროექტის განხილვა საკომიტეტო მოსმენების ფორმატით 26 თებერვლიდან დაიწყება
