სააკაშვილის მორიგი დავალება
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხმების მცველის სკოლას ქმნის. პარტია აანონსებს, რომ სკოლაში გადამზადებული კადრები სწორი მეთოდოლოგიით და ცესკოდან გამოთხოვილი სიებით მოქალაქეებს გადაამოწმებენ. ხმების მცველის სკოლის შექმნის იდეა მიხეილ საკაშვილს ეკუთვნის. ამის შესახებ მან რამდენიმე დღის წინ ისაუბრა. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ერთადერთი, ვისგანაც ქართველი ამომრჩევლის ხმებია დასაცავი, ნაციონალური მოძრაობა და მათთან დაკავშირებული „ენჯეოებია“
