პრემიერი საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საუდის არაბეთის სამეფოს ინვესტიციების მინისტრს შეხვდა. ისაუბრეს პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით. აღინიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობის უფრო მეტად განვითარებას ხელს შეუწყობს საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმი, რომელიც თბილისში მიმდინარეობს. საუბრისას ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და პოტენციალს. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა ხელს შეუწყობს საუდის არაბეთის სამეფოს, რათა ინვესტიციების მოზიდვის მხრივ ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგეს. საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად იმუშაოს საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებაზე, ასევე თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განახლებაზე
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
