ცვლილებები საარჩევნო კოდექსში
საერთაშორისო გამჭვირვალობა მოუწოდებს პარლამენტს, უარი თქვას საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებების პაკეტზე და გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია. საერთაშორისო გამჭვირვალობის მოთხოვნა არასერიოზული და უპასუხისმგებლოა პარლამენტის თავმჯდომარისთვის, რომელიც მესამე სექტორისგან და ცალკეული ოპოზიციონერებისგან არგუმენტებს ითხოვს, თუმცა დამატებითი განმარტებები არ კეთდება. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მათი მიზანი, ვინც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს აკრიტიკებს, ცესკოს სრულყოფილად დაკომპლექტებისთვის ხელის შეშლაა. რაც შეეხება არგუმენტს, რომ ცვლილებები ვეენციის კომისიის დასკვნას არ ითვალისწინებს, მმართველი გუნდისთვის უსაფუძვლოა
