სამი ქვეყნის საერთო განცხადება
ქალაქ რაფაჰში ისრაელის სახელეთო ოპერაცია კატასტროფულ შედეგებს გამოიღებს. სამი ქვეყნის ერთობილივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ღაზის სექტორში მცხოვრებ მოსახლეობას წასასვლელი არსად დარჩა, ამიტომ ისრაელის მხრიდან ოპერაციის გაფართოება დამანგრეველი იქნება. პრემიერ-მინისტრების განმარტებით, ჰუმანიტარული მიზნებისთვის აუცილებელია ცეცხლის სასწრაფოდ შეწყვეტა. სამი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ანკლავში ცეცხლის შეწყვეტა არ შეიძლება იყოს ცალმხრივი და ჰამასმა, თავის მხრივ, დატყვევებული მძევლები უნდა გაათავისუფლოს.
