ტრამპის განცხადება
ევროკავშირისა და ნატოს ლიდერების მხრიდან მწვავე კრიტიკის მიუხედავად, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი პრეზიდენტობის პირობებში, ამერიკის შეერთებული შტატები არ დაიცავს ალიანსის იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებსაც თავდაცვის ხარჯებში საკუთარი წილი არ შეაქვთ. ეს განცხადება ექსპრეზიდენტმა სამხრეთ კაროლინაში გამართულ ყრილობაზე გააკეთა.
