გაფრთხილება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას სერიოზული საფრთხე ემუქრება - წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელის ამ განცხადებას ამერიკულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ტელეკომპანია სიენენი, ეი-ბი-სი და გამოცემა „ნიუ იორკ ტაიმსი“ წერენ, რომ მაიკ ტერნერის გაფრთხილება, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ კოსმოსში ანტისატელიტური ბირთვული იარაღის გატანის გეგმებს უკავშირდება.
