უკრაინამ რუსეთში კურსკის ნავთობბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა
ინფორმაციას ადგილობრივი გუბერნატორი ავრცელებს. თავდასხმის გამო სტრატეგიული ობიექტის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. რუსული ტელეგრამარხების ცნობით, ცეცხლი საწვავის 100 ტონიან რეზერვუარს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
