უკრაინამ რუსული სადესანტო ხომალდი გაანადგურა
რუსული სადესანტო ხომალდი „ცეზარ კუნიკოვი,“ რომელიც უკრაინელებმა შავ ზღვაში ჩაძირეს, ნოვოროსიისკიდან სევასტოპოლისკენ მიემართებოდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა განაცხადა. მისივე თქმით, გემზე თავდასხმა „მაგურა 5-ის“ უკრაინული საზღვაო დრონებით განხორციელდა. ეკიპაჟის დიდი ნაწილი დაიღუპა.
