შინაურ ბინადარ ცხოველთა კანონპროექტი
„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საჯარო პრეზენტაცია პარლამენტში დღეს გაიმართება. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე გახსნის და ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ცხოველთა დამცვლები დაესწრებიან. პროექტის მთავარი მიზანი შინაური ცხოველის, ძაღლისა და კატის მიკვლევადობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებაა.
