ფერმერების აქცია
ევროპის პარალელურად ფერმერების აქციებია ინდოეთშიც. აზიურ სახელმწიფოში სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებს ერთი კონკრეტული მოთხოვნა აქვთ: შემოსავლების გაორმაგების მიზნით, მთავრობის მიერ ქმედითი რეგულაციების მიღება. ევროპელი ფერმერების მსგავსად, სოფლის მეურნეობის ინდოელი წარმომადგენლებიც ქვეყნის დედაქალაქის ბლოკირებას გეგმავენ. მსვლელობა პოლიციასთან შეტაკებების ფონზე მიმდინარეობს.
