უკრაინა ამერიკული დახმარების გარეშე
უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი ამბობს, რომ ფრონტის ხაზზე უმძიმესი მდგომარეობაა. ამ ეტაპზე უკრაინული ჯარი მხოლოდ თავდაცვით ოპერაციებს ატარებს და სამხედრო დახმარებას საჭიროებს. მიუხედავად ამისა, ვაშინგტონიდან, კიევისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელობის 60 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი აგვიანებს. ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა, ხანგრძლივი დავის შემდეგ, უკრაინის დამატებითი დაფინანსების კანონრპოექტი დაამტკიცა, თუმცა წარმომადგენელთა პალატა დოკუმენტის დაბლოკვას გეგმავს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
