დამატებითი სამოძრაო ზოლი
შეთანხმება მიღწეულია. გმირთა მოედნიდან სანაპიროზე ჩამსვლელ გზაზე დამატებითი სამოძრაო ზოლი მოეწყობა და ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟი განხორციელდება. ბენზინ გასამართი სადგურების მფლობელებს თანამშრომლობისთვის კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა. გადაწყდა, რომ მერია, სხვადასხვა ადგილას გამოყოფს მიწის ნაკვეთებს, სადაც მესაკუთრეები სადგურების გადატანას შესძლებენ. საკითხი დედაქალაქის საკრებულოში დასამტკიცებლად, უახლოეს პერიოდში გადაიგზავნება.
