თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თაღლითობის ფაქტზე ოთხი ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერს, თანამშრომელთან ერთად შემუშავებული ჰქონდა თაღლითური სქემა. ისინი, ე.წ „პრომო გოგონების“ მეშვეობით, ერთ-ერთი აპლიკაციით უკავშირდებოდნენ საქართველოში ტურისტულად მყოფ უცხოელ მამაკაცებს, რომლებსაც წინასწარ შემუშავებული თაღლითური სქემით, თავს რესტორანში აპატიჟებინებდნენ. ამის შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამოდ მათ, დიდ თანხებს ახდევინებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ კი დაზარალებულები ბრალდებულების მიერ დასახელებულ თანხას არ გადაიხდიდნენ, მათზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ფულს ამ გზით ეუფლებოდნენ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
