გეოლოგებმა საქართველოს ტერიტორიაზე, სტიქიის ზონებში მოვლენების შესწავლა დაასრულეს
დასკვნები მიმდინარე კვირაში გასაჯაროვდება. სპეციალისტების მიერ უკვე შეფასებულია 541 ოჯახი, გატარდა საპრევენციო ზომები და სამასამდე ოჯახი ტერიტორიიდან გაყვანილია. სააგენტოს სპეციალისტების მიერ, სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად შესაბამისი რეკომენდაციებიც გაიცა. როგორც გაირკვა, იგეგმება ამინდის წინასწარ განმსაზღვრელი სადგურების და მეწყრის პროგნოზირების რადარების განთავსება. წლის ბოლოსთვის, როგორც ვარაუდობენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით 245 ასეთი სადგური დამმონტაჟდება.
