ირაკლი კობახიძე საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიპლომატიურ მისიაში გამგზავრებამდე, საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა. იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ჩვენი ქვეყნის ელჩი არჩილ ძულიაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე, ქუვეითის სახელმწიფოში ნოშრევან ლომთათიძე, ისრაელის სახელმწიფოში − ზაზა კანდელაკი, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში − ზურაბ მჭედლიშვილი, ინდოეთის რესპუბლიკაში − ვახტანგ ჯაოშვილი და ესტონეთის რესპუბლიკაში − ზურაბ ხამაშურიძე იქნებიან.
