მთავრობამ არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებლები მოიწვია
საქართველოს მთავრობის ინტერესია, არჩევნები ჩატარდეს მაღალი ევროპული სტანდარტით, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან გარემოში - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს. ამასთან, ილია დარჩიაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ ცხრა პუნქტის შესაბამისად აღებული ვალდებულების მიხედვით, უკვე გააგზავნა ოფიციალური წერილი ეუთოში და მოიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები.
